fbpx
საბერძნეთი

ყალბმა პოლიციელმა ნამდვილი ოფიცერი საბუთების შესამოწმებლად გააჩერა!

დღეს, 18 დეკემბერს, ლამიაში საეჭვო მანქანის შემოწმების ბრძანება გაიცა, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა. ბრძანება გასცა პოლიციის რეალურმა ოფიცერმა, რომელსაც ინციდენტი იქამდე, რამდენიმე წუთით ადრე შეემთხვა.

მისი თქმით, 46 წლის მძღოლმა, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებად, პოლიციის ნამდვილი ოფიცერი სირენების თანხლებით გააჩერა და მისგან საბუთებს ითხოვდა.

“უცნაური მძღოლი” მისი მანქანის უკან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა. ამასთანავე, ცდილობდა პოლიციელისთვის გადაესწრო.

შემდეგ ის დამშვიდდა და პოლიციის ოფიცერს მანქანის გაჩერებისკენ მოუწოდა. რეალური ოფიცერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საქმე “კოლეგასთან” ექნებოდა. 

მას შემდეგ რაც ნამდვილმა პოლიციელმა მას საბუთები წარუდგინა, ის მანქანაში დაბრუნდა, სადაც კიდევ სამი ხანში შესული ადამიანი იჯდა და გაუჩინარება სცადა. როცა პოლიციელი აედევნა, მან ლამიის საავადმყოფოსკენ აიღო გეზი, რათა საკუთარი კანონდარღვევეი იმით გაემართლებინა, რომ ერთ-ერთი მოხუცი ცუდად იყო და საავადმყოფოში სწრაფად უნდოდა მისვლა.

საბოლოოდ აღნიშნული ამბავი 46 წლის მამაკაცის დაპატიმრებით დასრულდა. როგორც ცნობილია, ის ათენიდან არის. მას პოლიციამ იარაღიც აღმოუჩინა.

onalem

ტესტ