fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალიდან: წვიმა და თოვლი საბერძნეთში!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ხვალიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთიან რეგიონებში თოვლი.

ხვალ, 27 დეკემბერს:

ჩრდილოეთ იონიის კუნძულებზე, ეპირუსში და დასავლეთ სტერეაში გვიან ღამით მოსალოდნელია წვიმა და  თოვლი (ზღვის დონიდან 1, 200 მეტრზე).

28 დეკემბერს:

იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, პელოპონისოში, აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში ასევე მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთიან რეგიონებში თოვლი.

29 დეკემბერს:

გაწვიმდება აღმოსალვეთ მაკედონიაში, კრეტაზე, კიკლადესის კუნძულებზე, თრაკიში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და დოდეკანესის კუნძულებზე. ასევე დროდადრო იწვიმებს ჩრდილოეთ იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ და სამხრეთ პელოპონისოში.

თოვლია მოსალოდნელი ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში. (ზღის დონიან 800 მეტრის ზემოთ).

onalem

ტესტ