fbpx
ეკონომიკა

ხვალიდან საბერძნეთში საშობაო საჩუქრის ჩარიცხვა იწყება!

ხვალიდან, 10 დეკემბრიდან, საბერძნეთში საშობაო საჩუქრის ჩარიცხვა დაიწყება. ასევე დაირიცხება თანხა, რომელსაც ქვეყნის მთავრობა უმუშევარ მოსახლეობას დაჰპირდა.

როგორც ცნობილია, საშობაო საჩუქარი ეტაპობრივად უნდა დაირიცხოს 2018 წლის 10 დეკემბრიდან, 2018 წლის 25 დეკემბრამდე, ხოლო რაც შეეხება, უმუშევრობასთან დაკავშირებულ სოციალურ დახმარებას, 400 ევროს ოდენობით თანხა, უნდა ჩაირიცხოს 2019 წლის 6 იანვრამდე.

400 ევროს, ერთჯერადი დახმარების სახით, მიიღებენ ახალგაზრდები 18-24 წლამდე, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან OAED-ში და შენარჩუნებული  აქვთ უმუშევრის სტატუსი.

“საჩუქარი” იმის მიხედვით ანგარიშდება, საათობრივად იღებს თანამშრომელი ხელფასს თუ ყოველთვიურად. პერიოდი, რომლითაც ეს ყველაფერი განისაზღვრება, 1 მაისიდან იწყება და 31 დეკემბრამდე გრძელდება. ამრიგად, თანამშრომლები, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე უწყვეტად მუშაობენ დამსაქმებელთან, აიღებენ 1 მთლიანი თვის ხელფასს, ხოლო ისინი, ვინც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ, აიღებენ 25 საათის ხელფასს დანამატის სახით.

1 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში შედის ის სამუშაო საათებიც, რომლებიც თანამშრომლებს საპატიო (კანონიერი) მიზეზით ჰქონდათ გაცდენილი.

ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებმაც აღნიშნული ვადების განმავლობაში შეწყვიტეს თანამშრომლობა დამსაქმებლებთან, უფლება აქვთ ბონუსის ნაწილი მიიღონ მათი მუშაობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი “საშობაო საჩუქარი” თავად გამოაინგარიშონ. ამისთვის საჭიროა, ისინი ქვემოთ მოყვანილ ბმულზე გადავიდნენ: http://kepea.gr/calc-doro-xristoygennon.php

რაც შეეხება უმუშევრებს, მათ უფლება აქვთ მიიღონ “საშობაო საჩუქარი” OAED-ისგან, თუ ისინი ორგანიზაციაში 2018 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დარეგისტრირებული.

OAED, ყოველწლიურად, უზრუნველყოფს უმუშევართა დაფინანსებას. ტრადიციისამებრ, ისინი დახმარებას შობის კვირაში მიიღებენ. “საშობაო საუქრის” ოდენობა საშემოსავლო გრანტის ექვივალენტური იქნება. ხოლო მათ, ვინც შედარებით მოკლე ვადით იღებდა დახმარებას, მათ დანამატის სახით 3 თვის გასამრჯელოს გადაუხდიან.

onalem

ტესტ