ხვალ: ქართული ემიგრაციის ხმა – თეანო ს ა კ ა ლ ი დ უ ს!

🇬🇪🇬🇷 ჩვენი მხარდაჭერა ქართული და ბერძნული გენების ერთ-ერთ საუკეთესო გამოვლინებას, 19 წლის უნიჭიერეს მომღერალს – თეანო საკალიდუს!

🎼 თეანო დედით ქართველია, რომელმაც წარჩინების დიპლომით დაამთავრა ქ. ირაკლიოს (კრეტა) სახელმწიფო მუსიკალური სასწავლებელი!

🎶🎼 ამ ხუთშაბათს, 6 დეკემბერს, The VOICE-ი ს 🎤 პირდაპირ ეთერში, 21:00 საათზე, თქვენ შეგიძლიათ მხარი დავუჭიროთ თეანოს თქვენი ზარებით☎, ან მესიჯებით📲, რათა გავიდეს ის ნახევარფინალში.

🎹 სპეციალისტთა შეფასებით, თეანო საკალიდუ ძალიან სერიოზულ ვოკალურ მონაცემებს ფლობს და მას, თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ დიდი რეპერტუარი და საჯარო გამოსვლების მდიდარი გამოცდილება აქვს. ასე გაიმარჯვა მან ახლახან, ათენში გამართულ ურთულეს კონკურსში და დაჯილდოვდა სტიპენდიით, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მომავალი წლიდან სწავლა გააღრმავოს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ბერკლის მუსიკის კოლეჯში (ქ. ბოსტონი, აშშ – Berklee College of Music).

🎹 თეანო ათენის „კავკასიაში“ რამდენიმე ხნის მანძილზე ატარებდა გაკვეთილებს ვოკალის ხელოვნებაში (ბერძნული და საერთაშორისო რეპერტუარის სოლო თუ საგუნდო სიმღერები); პარალელურად, მეცადინეობებს მართავდა აგრეთვე ფორტეპიანოზე, როგორც ბავშვებისათვის, ასევე მოზრდილთათვის.

ამ გვერდებზე შეგიძლიათ მოუსმინოთ თეანო საკალიდუს:

https://www.youtube.com/watch?v=wmgIQ5UyXTY
https://www.youtube.com/watch?v=hrb5W3TVImk
https://www.youtube.com/watch?v=46J7K9MHk3A
https://www.youtube.com/watch?v=-yW7PKjM8FI
https://www.youtube.com/watch?v=42b-vQdeuRU
https://www.youtube.com/watch?v=vLzbcarsO9U
https://www.youtube.com/watch?v=b5Wivrr-PUU

melano

ტესტ