fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხვალ, ორშაბათს, საბერძნეთში ყველა საჯარო საბავშვო ბაღი დაკეტილი იქნება

ხვალ მთელი საბერძნეთის მასშტაბით საჯარო საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბაღის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ბაღი არ დაკეტოს, ΠΟΕ-ΟΤΑ ყველა თანამშრომლისთვის 24 საათიან გაფიცვას გამოაცხადებს.

ასევე, გაიფიცება ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამშრომელი დილის 11:00 საათიდან, ბოლო სამუშაო ცვლის დამთავრებამდე.

გარდა ამისა, 11:30 საათზე გაიმართება აქცია კარაისკაკის სკვერში, ხოლო 12:00 საათზე კლათმონოს მოედანზე.

აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ საბავშვო ბაღის ძიძებისთვის სამუშაო პირობები გაუარესებულია და ისინი არ არიან სათანადოდ დაფასებულნი.

ისინი აპირებენ “ათასობით” მშობლის ხელმოწერის შეგროვებას, რათა პარლამენტმა რეაგირება უფრო სწრაფად მოახდინოს.

onalem

ტესტ