fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ხვალ ოქროთი მოვაჭრე რიხარდოს ციხიდან გაათავისუფლებენ!

ბერძნული მედიის ცნობით, ოქროთი მოვაჭრე ცნობილ ბიზნესმენს და ლომბარდების მფლობელ, დიმიტრის რიხარდო მილონასს ხვალ ციხიდან გაათავისუფლებენ.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ იყო სერიოზული დაპირისპირებები, თუმცა, საბოლოო ჯამში რიხარდოს საქმიანობის უკანონობა არ დადასტურდა. არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მილონასი ციხეში დარჩება.

მის გარდა, გაათავისუფლებენ კიდევ 7 ადამიანს.

შეგახსენებთ, რომ მილონასი საბერძნეთის მასშტაბით 44 ლომბარდს ფლობს. კრიზისის დროს ხალხის ქონება, რომელიც სწორედ ამ ლომბარდებში ინახებოდა, ჩალის ფასად გაიყიდა, რადგან მოსახლეობა თანხას ვერ იხდიდა.

რიხარდოს სახლში აღმოაჩინეს მილიონობით ევრო და ოქროს უზარმაზარი რაოდენობა. ასევე იარაღი და სხვადასხვა ნივთები.

სასამართლოს ამ დროინდელი გადაწყვეტილებით ის ხვალ გათავისუფლდება.

onalem

ტესტ