fbpx
საზოგადოება

ხვალ, 28 ნოემბერს, მძიმე დღე ათენის მოსახლეობისთვის!

ხვალ ათენის მოსახლეობისთვის მძიმე დღეა მოსალოდნელი, რაც ტრანსპორტის გაფიცვით იქნება განპირობებული. როგორ გადავაადგილდეთ ქალაქში ხვალ, 28 ნოემბერს?!

28 ნოემბერს 24 საათით გაიფიცებიან მეტროს და ტროლეიბუსის თანამშრომლები, ასევე ტრამვაისა და ელექტრო მატარებლის (ტრენოს) ძღოლები.

როგორც ცნობილია, იმუშავებს მხოლოდ ავტობუსები დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

თუმცა, ცხადია, ისინი მუშაობას ზუსტად 09:00 საათზე არ დაიწყებენ და მაქსიმუმ 1 საათი დასჭირდება მათ მობილიზებას, ამიტომ დღის განრიგს ზუსტად ამ საათების მიხედვით ნუ დაგეგმავთ.

რაც შეეხება მუშაობის დასრულებას, ავტობუსის მძღოლები მუშაობას შეწყვეტენ 20:00 საათის შემდეგ, ნელნელა.

ნუ დაელოდებით, რომ თქვენს გაჩერებაზე ბოლო ავტობუსი ზუსტად 21:00 საათზე ჩამოივლის.

onalem

ტესტ