5 წლის ხელფასი შეუსრულებელი სამუშაოსთვის

5 წლის ხელფასი გადაუხადეს სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, რომელსაც სამსახურში საერთოდ არ უვლია.

საბერძნეთის საჯარო საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი 5 წლის განმავლობაში არ დადიოდა სამუშაოზე, თუმცა ხელფასს უპრობლემოდ იღებდა. ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა ამოტივტივდა და გასაჩივრდა.

2006 წლიდან 2011 წლამდე მას 126.381.16 ევრო ჩაერიცხა სამუშაოსთბის, რომელიხ მას არასდროს შეუსრულებია.

მის გარდა ეჭვმიტანილია, ასევე, 3 ზედამხედველი, რომლებიც ამ  ინფორმაციას მალავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამნაშავემ გარკვეული მიზეზების გამო მიატოვა სამუშაო, ამ ინფორმაციამ კი ცენტრალურ განყოფილებაში ვერ მიაღწია. მის მაგივრად კი მისი კოლეგები აწერდნენ ხელს, რომ ვითომ ის სამსახურში დადიოდა.

ამ 5 წლის მანძილზე არა მარტო 126 000 ევრო ჩაერიცხა, არამედ როგორც საჯარო მოხელემ შეძლო ბანკიდან 140.000 ევროს გამოტანა.

როდესაც ის დააკავეს, განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან და ოჯახთან დაკავშირებული პირადი პრობლემები ჰქონდა.

evden eve nakliyat platformu eşya depolama evden eve nakliyat

evden eve nakliyat

ataşehir evden eve nakliyat ofis taşıma nakliyat firmaları istanbul evden eve nakliyat