fbpx
კრიმინალი

ქსანთი: საუკეთესო მეგობარი მოკლა, ნახევარი საათის შემდეგ კი თავი მოიკლა

ტელეკომპანია ANT1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქსანთიში ცნობილი სადაზღვევო აგენტი მისმა კოლეგამ და საუკეთესო მეგობარმა სასტიკად მოკლა.

კერძოდ, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იარაღით, რომლითაც სადაზღვევო აგენტი, კოსტა დალაკურა მოკლეს, მისმა მკვლელმა სუიციდი ჩაიდინა. შემთხვევა გასულ სამშაბათს მოხდა. აგოპ ბალატლიანმა თავისი მეგობარი და მეჯვარე, კოსტა დალაკურა მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორმაგი ტრაგედიის უკან სერიოზული ფინანსური უთანხოება დგას, რომელმაც მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირა.

55 წლის კოსტას დაკალურა მისმა ქალიშვილმა შუადღის 15:00 საათზე უკვე გარდაცვლილი იპოვა, ხოლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მკვლელობა დილის 10:00 საათზე მოხდა.

ამავე დღეს 10:30 საათზე, დაკალურას მეგობარი, აგოპ ბალატლიანი, ორი შვილის მამა, ქსანთიში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ბალატლიანმა სინდისის ქენჯნას ვერ გაუძლო და საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე ცნობილია, რომ მკვლელობის იარაღი საბერძნეთში უკანონო გზით იყო შემოსული.

onalem

ტესტ