fbpx
საზოგადოება

ხმელთაშუაზღვიური ციკლონი ატიკის რეგიონს ემუქრება

დიდი ალბათობით დღეს გვიან ღამით ხმელთაშუაზღვიური ციკლონი სამხრეთ იონიის ზღვაზეც ჩამოყალიბდება.

ციკლონი მოძრაობს და ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მიხედვით, ის კურსს აღმოსავლეთისკენ აიღებს, გამოიწვევს ძლიერ ქარს, წვიმას, ძირითადად, პელოპონისოსა და კრეტაზე.

არსებობს ვარაუდი, რომ ციკლონი თავს დაატყდება ატიკის რეგიონსაც, ევიას, კიკლადესს და კვირამდე მიაღწევს აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებს და შესაძლოა, დოდეკანესსაც.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოუახლოვდება, თუ არა ის ატიკას, ცუდი ამინდი შენარჩუნდება და ხვალ წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი აღმოსავლეთ სტერეაში, პელოპონისოში, კიკლადესსა და კრატზე.

როგორც უკვე ცნობილია, ზღვის ზედაპირზე ქრის ქარი, რომლის ძალაც 10 ბალსაც კი აჭარბებს. ატიკაში ტემპერატურა 13 გრადუსს არ სცდება.

წვიმები მოსალოდნელია კონტინენტის აღმოსავლეთითა და სამხრეთით (თესალია, პელოპონისო, სტერეა).

onalem

ტესტ