აშშ–ს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი ქალი – ხიჯაბით ოლიმპიადაზე

რიო – დე – ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადა აუცილებლად შევა სპორტის ისტორიაში. პირველად, აშშ – ის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, მონაწილეობას მიიღებს მუსულმანი ქალი ხიჯაბით. 30 წლის ეროვნებით ავღანელი იბტიხადჟ მუხამმადი მსოფლიო ჩემპიონია ფარიკაობაში გუნდურ ასპარეზობაში.

როგორც თვითონ განაცხადა, მას არავითარ უხერხულობას არ უქმნის ხიჯაბი და მისი გამოსვლა ოლიმპიადაზე დასტურია იმისა, რომ სპორტს არაფერი ესაქმება ადამიანის ეროვნულობასთან, რელიგიასთან და სქესთან. არავინ იცის მართლა ასე ფიქროს მსოფლიო ჩემპიონი, თუ ხიჯაბი მისთვის ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა ფანატიკოსს თანამემამულეების თავდასხმისგან. საინტერესოა ასევე რამდენად წაადგებათ მისი მაგალითი ხიჯაბის წინააღმდეგ დაწყებულ ქალების ბრძოლას ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყნებში.
.
როგორც ცნობილია, ირანში ხიჯაბის ტარებას ქალს კანონი ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში სამაგალითოდ სჯის კიდეც. თუმცა კანონის წინააღმდეგ გაბედულმა ქალებმა უკვე დაიწყეს გამოსვლები და რაოდენ სასიამოვნოა, რომ მათ მამაკაცებიც შეუერთდნენ, პროტესტის ერთობ უცნაური ფორმაც აირჩიეს და ამით დანარჩენი სამყაროს ყურადღებაც მიიპყრეს. ფბ- ში გავრცელდა ხიჯაბმოხვეული ირანელი მამაკაცების და მათი მეუღლეების სურათები.

ხალხი უკვე აქტიურად მოითხოვს ჰიჯაბის არ ტარება აღარ იყოს დასჯადი. მათ მხარდასაჭერად ირანში ტურისტებად ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებიდან მუსულმანი ქალები და ხიჯაბის გარეშე გადაღებულ სურათებს ავრცელებენ სოციალური ქსელის ყველა მიმართულებით, რათა პროტესტის უფრო დიდი მუხტი შეიტანონ დანარჩენ მუსულმანურ ქვეყნებშიც.
.
იმედია, მშვიდობიანი ფორმით დაწყებული ბრძოლა ,,ეროვნული ტრადიციის” მიმართ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და სამყარო კიდევ უფრო გალამზდება აღმოსავლელი ქალების ეშხიანი და ულამაზესი სახეებით.
.
–––––––––––––––––––
(“გოგონა მანდარინებით”)