ხელოვნების ზეიმი ათენში

2016 წლის 26-27 ნოემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ მოწვევით, საბერძნეთის დედაქალაქს ესტუმრებიან კუნძულ კვიპროსის ქართული სათვისტომოს – „ძალა ერთობაშია“-ს (თავმჯდომარე – მევლუდი ყაფლანიშვილი) ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იმედის“ ნიჭიერი აღსაზრდელები.

– ერთობლივი ძალებით გაიმართება „ხელოვნების ზეიმი“ – განხორციელდება ინტერ-დიასპორული პროექტი, რომელიც ა.წ. მაისში დაიგეგმა და მიზნად ისახავს, კ. კვიპროსისა და ათენის ქართველთა მეორე და მესამე თაობის წარმომადგენლების ერთმანეთთან დამეგობრებისა და თავიანთი შემოქმედების ერთმანეთისათვის გაზიარების კეთილშობილურ საქმეს.

სამი დღის განმავლობაში ქ. ათენში ერთმანეთს გაიცნობენ და შემოქმედებითად შეხვდებიან:
~ კ. კვიპროსის ქართული სათვისტომოს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იმედისა“ (ხელმძღვანელი – თამარ გელაშვილი) და
~ ქართული ხალხური ცეკვისა & სიმღერის ანსამბლ „კავკასიისა“ და მისი სტუდიების (ხელმძღვანელები: ეკა გიგოლაშვილი, ირაკლი კიკნაძე, მამუკა ინაძე & ჯუნა ხარაიშვილი) აღსაზრდელები.

– პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექსკურსიები, ერთობლივი მეცადინეობები და საინტერესო შეხვედრები:
1. შაბათი, 26.11.2016, 18:00 საათი – შეხვედრა სტუმრებთან. მისამართი: პატისიონის ქ. 81, “ვიქტორიის მოედანი”, განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.
დასწრება თავისუფალია (სასურველია წინასწარი რეგისტრაცია).

2. დასკვნითი ღონისძიება – საზეიმო კონცერტი – გაიმართება კვირას, 27 ნოემბერს, 15:00 საათზე.
მისამართი: თეატრი „ალკიონის“ (ΑΛΚΥΟΝΙΣ), ქ. ათენის ცენტრი, იულიანუს ქ. 42-46 (Ιουλιανού 42-46), „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს.

დასწრება: – 5 €, მოსწავლე/სტუდენტი/უმუშევარი – უფასო

melano

ტესტ