fbpx
საბერძნეთი

“ბომბი თვითმფრინავში” – საბერძნეთის ერთ-ერთ აეროპორტში ატეხილი განგაში ცრუ აღმოჩნდა

თვითმფრინავში, რომელიც იძულებული გახდა ხანიის აეროპორტში დამჯდარიყო, ბომბი არ აღმოჩნდა. ბორტზე სულ 281 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც სრულად ჩამოსვეს და შემოწმება იზოლირებულ ადგილას დაიწყო.

თვითმფრინავი ეგვიპტიდან გერმანიაში მიფრინავდა, როდესაც ტუალეტის სარკეზე ნახეს წარწერა “ბომბი.” ინციდენტი გერმანული მედიის დიდი განხილვის საგანი გახდა. მათი ინფორმაციით, ბოროტი ხუმრობა სარკეზე საპნით იყო დაწერილი.

მგზავრები აღწერენ იმ საშინელ ეპიზოდებს და გამოცდილებას, რომელიც მათ თვითმფრინავში ყოფნისას მიიღეს. ზოგიერთმა მათგანმა, აკრძალვის მიუხედავად, მოწევაც, ზოგმა კი დალევა დაიწყო.

იზოლაციის შემდეგ თვითმფრინავი შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ბორტზე არანაირი ბომბი არ იყო.

რეისი გუშინ შუადღეს ხანიიდან დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდა.

onalem

ტესტ