fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ხანიაში გარდაცვლილი სტელას დედა: ”ეს იმისთვის, რომ სხვა დედებმა აღარ იტირონ”

ხანიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი სტელას ოჯახის ადვოკატი მომხდართან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უკვე იცით, 20 წლის სტელა და 19 წლის იანისი კრეტაზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვეპლნენ. მანქანას საქართველოს 20 წლის მოქალაქე მართავდა. ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას დედა უნივერსიტეტის რექტორს, ვასილის დილამაკისს შეხვდა. მათი შეხვედრის მიზანი იმ გზის რეკონსტრუქციის საკითხის განხილვა იყო, რომელზეც ავარია მოხდა.

როგორც ორივე გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, მათი შვილების სიკვდილი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და აუცილებლად უნდა დადგეს შემოვლითი გზის რეკონსტრუქციის საკითხი. როგორც სტელას დედა ამბობს: ”ეს იმისთვის, რომ სხვა დედებმა არ იტირონ.”

აღნიშნული საკითხი კრეტას რეგიონულ საბჭოს გადაეგზავნება.

აღ

onalem

ტესტ