ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო: ბერძნული ღვინო და ყაბაყი

ეს 106 წლის ბერძენი ბებია ცენტრალური საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ის არასოდეს ყოფილა ექიმთან და არც წამლები დაულევია ხანდაზმულ ასაკამდე. 106 წლის სტავრულა კაცარუ გვიმხელს საკუთარი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი გონების სიმშვიდეა. ცხოვრება მის სოფელში ნელა და სტაბილურად მიედინება. იქ არის ბუნება, სუფთა ჰაერი, წყალი და საკვები.

ბებია სტავრულას მენიუ რამდენიმე წლის მანძილზე არ შეცვლილა: ის ყოველდღე მიირთმევს კვერცხს, რაც კარგი მეხსიერების შენარჩუნებაში ეხმარება და სვამს ერთ ჭიქა წითელ ღვინოს. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრს მოძრაობდა და მიირთმევდა ბევრ ხილსა და ბოსტნეულს. ყველაზე გამორჩეული ბოსტნეული ყაბაყია და მისი აზრით ყველა საჭმელს უნდა ჰქონდეს ყაბაყი რაღაც ფორმით მაინც.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც, სწორი კვება 106 წლის ქალბატონის აზრით, ტვინს კვებავს და ენერგიას აძლევს. რამდენიმე წელია ბებია წიგნებს ინგლისურად კითხულობს და სწავლობს ალბანურ ენას. ამბობს, რომ ყველაზე ცუდი რამ, რაც არსებობს, ეს ომია და თავის შთამომავლობას და თანამედროვეებს ურჩევს, საქმე აქამდე არასოდეს მიიყვანონ. ქალმა, რომელიც გერმანიის შემოჭრასა და ომს გადაურჩა, ზუსტად იცის რაზეც საუბრობს.