fbpx
საბერძნეთი

“ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ტანსაცმელი, საბუთები, ავეჯი და ჩვენი მოსავალი”

ინციდენტი ილიასში, სოფელ გუმეროში მოხდა. წყვილი უყურებდა, როგორ გაანადგურა ცეცხლმა მათი სახლი და ფერმა, სადაც ზეთისხილი მოჰყავდათ. ეს მათი საქმიანობა იყო და ამისთვის ბევრს შრომობდნენ.

დაახლოებით 13:00 საათზე სოფელში მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა მეხანძრემ ალი შენიშნა და მაშინვე თავის სამაშველო ბრიგადას უხმო. ცეცხლი გაურკვეველი მიზეზით სწორედ იქ გაჩნდა, სადაც ზეთისხილის პლანტაცია ჰქონდათ და მთელ სახლსა და ფერმაში სწრაფად გავრცელდა. ჩამოვარდა სახურავი, რამაც ყველაფრის განადგურება გამოიწვია.

ადგილზე 15 მეხანძრე მუშაობდა, რომელთაც მინისტრის მოადგილე კოსტას კაცარიოტი ხელმძღვანელობდა. სახლისა და ფერმის მფლობელი წყვილი ჯერ კიდევ მომხდარის გაცნობიერებას ცდილობს.

ხანძარს ვერაფერი გადაურჩა. დაიწვა ყველაფერი, რაც შიგნით იყო: ტანსაცმელი, ავეჯი, საბუთები და ზეთისხილის პირველი მოსავალი.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელი მზადაა წყვილს დაეხმაროს და უზრუნველყოს ისინი საკვებითა და ტანსაცმლით, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზარალის ანაზღაურების და აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

იხილეთ ხანძრის შედეგები:

onalem

ტესტ