fbpx
საზოგადოება

ხანძარი კოროპის ტერიტორიაზე – ცეცხლი მეხანძრეთა კონტროლის არეშია!

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი დღე ხანძრის მაღალი რისკით გამოირჩეოდა, გამართლდა, ვინაიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი ხანძარი აღინიშნება.

გარდა ევიის ტერიტორიისა, სადაც ორი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა, ხანძარია კოროპშიც.

როგორც ცნობილია, ის ადგილი, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა, დასახლებულია, თუმცა, მეხანძრეთა განცხადებით, ალი სახლებს არ ემუქრება.

კოროპში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა და მას შემდეგ მეხანძრეები ტერიტორიას აკონტროლებენ.

დღეს ატიკაში ძლიერი ქარი ქრის, რაც საქმეს ართულებს, თუმცა, როგორც ნავარაუდევია, ქარი ნელნელა სუსტდება.

შეგახსენებთ, რომ კოროპში ცეცხლი სახლების სიახლოვეს არ არის და მეხანძრეთა კონტროლის არეშია.

 

 

onalem

ტესტ