fbpx
საბერძნეთი

ხანძარი სარონიდაში – ქარის გამო მეხანძრეებს მუშაობა უჭირთ

დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე სარონიდაში ხანძარი გაჩნდა. დღევანდელი დღე გუშინ უკვე გამოცხადდა ხანძრის მაღალი რისკის მქონე დღედ, რის გამოც გარკვეულ ტერიტორიებზე, ათენიც ცენტრშიც კი, სახელმწიფომ სპეციალური ზომები მიიღო.

ცეცხლი ათენი-სუნიოს 44-ე კილომეტრზე, მშრალ ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობს 30 მაშველი, 11 სახანძრო მანქანით, სიტუაციის სირთულის გამო საჭირო გახდა საქმეში ვერტმფრენისა და ორი თვითმფრინავის ჩართვაც.

ამ დროისთვის ვითარება დასტაბილურებულია. მეხანძრეების განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, რადგან კონტროლის არეში მოქცევა მოახერხეს, თუმცა, ქარი მათ სამუშაოს ძალიან ართულებს.

onalem

ტესტ