fbpx
საბერძნეთი

მორიგი ხანძარი საბერძნეთის კუნძულებზე, ევიასა და პაროსზე

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში საბერძნეთის ორ კუნძულზე მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან.

ცნობილია, რომ კუნძულ პაროსზე ხანძარი დაბალტანიანი მცენარეების ტერიტორიაზე გაჩნდა, ადგილზე მობილიზებულია 10 მეხანძრე, სამი სახანძრო მანქანით.

რაც შეეხება ევიას, ცეცხლი ტყეში გაჩნდა, თუმცა, ის დასახლებულ ტერიტორიას არ ემუქრება.

ხანძრის ტერიტორიაზე მობილიზებულია ასევე 10 მეხანძრე, 5 მანქანით.

განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

onalem

ტესტ