fbpx
საზოგადოება

ხანძარი მატიში: ისინი, ვინც სასწაულით გადარჩნენ

“ჩვენ შვილიშვილებს ვეხუტებოდით და ცეცხლში გავდიოდით”, “ორი საათის განმავლობაში ზღვაში ერთმანეთის ხელი გვეჭირა”, “გამოსავალი არ იყო. ყველა გზა დაიბლოკა, ლამის მანქანაში ჩავიწვით “.

მატის ხანძრით შეშინებულები, რომლებიც არეულობისგან თავი დაღწევას ცდილობდნენ, ატიკის საავადმყოფოებში არიან. ასევე გადარჩენილები, რომლებიც გამბედაობასა და თავდაჯერებულობას ავლენდნენ თავიანთი თანამემამულეების გადასარჩენად “ΘΕΜΑ-სთან” საუბრობენ.

ევანგელისმოს საავადმყოფოს დამწვრობის განყოფილებაში იმყოფებიან მატის სასიკვდილო ხანძრით დაზარალებულები. ხალხი სუსტადაა, სკეპტიკურად განწყობილი, ისინი ხშირად ცრემლებს ვერ იკავებენ. ის, რაც მათ ნახეს, ჯოჯოხეთს ჰგავს და ცდილობენ აღწერონ ის მომენტები იმ სულიერი ძალით, რაც დარჩათ.

ბატონი ვირონას დიამანდაკისი მკურნალობს ფეხის დამწვრობაზე. ხანძარი მატიში დიამანდაკის წყვილის სახლთან ახლოს იყო. მათ ვერ შეძლეს მანქანაში ჩასხდომა. ისინი გაიქცნენ და თითქმის ორი საათის განმავლობაში 200 მეტრის მანძილზე იარეს და გავიდნენ მარათონას გამზირზე. იქ სახანძრო ბრიგადამ იპოვა და დაეხმარა. არ იყო ინსტრუქცია პასუხისმგებელ პირთა მხრიდან. ამ ეტაპზე ბატონი ვირონას დიამანდაკისი ფეხის დამწვრობებზე მკურნალობს. როგორც მან თქვა: “ცეცხლში გავდიოდით, ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლის შეხების გარეშეც იწვოდი .ყველაფერი იწვოდა გარშემო. სახლი დაიწვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გადავრჩით. “

ვაგელის კარაბეცოსმა, გემთმშენებელმა, ტელევიზორში ნახა მოვლენები და გაიგო, რომ ხალხი პლაჟებზე ხაფანგში აღმოჩნდნენ, მაგრამ მას ბევრი არ უფიქრია. მან იგრძნო, რომ ეს იყო მისი მოვალეობა. თავისი ნავი წაიყვანა და ორ საათში მან მოახერხა უსაფრთხოდ მატიდან ათეულობით ადამიანის ტრანსპორტირება. “მე ნელ-ნელა მივედი სანაპირომდე და ძრავას ვრთავდი, რომ ხმამაღლა დამეყვირა, ხოლო ნავის სიგნალით ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა. მე მათთან მივედი და ვკითხე, თუ უნდოდათ გადაყვანა და, რა თქმა უნდა, ისინი მოდიოდნენ. მინიმუმ 150 ადამიანი გადავიყვანე “, – ამბობს ვანგელის კარაბეცოსი.

ამავე დროს 17 წლის ელინა ნაუმი განმარტავს, თუ როგორ იხსნა თავისი ძმა და ძაღლი ცეცხლისგან: “ჩემ ძმას ხელი ჩავჭიდე და სახლიდან გამოვედი. ჩვენი ძაღლიც თან წავიყვანეთ და სანაპიროზე გავიქეცით, სახლები კი ჩვენს უკან დაიწვა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გადავრჩით. “

onalem

ტესტ