fbpx
საზოგადოება

ხანძარი კიფსელზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კიფსელზე, ფოკიონოს ნეგრისა და სკირუს ქუჩების კვეთაზე გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა.

ინციდენტი გუშინ შუადღისას, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო მოხდა.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, კიფსელზე ხანძარს 15 მაშველი, 5 სახანძრო მანქანით ებრძოდა. სამაშველო ოპერაციისას ბინაში ვერავინ იპოვეს, გამომდინარე აქედან მსხვერპლი არ არის.

მათ ალის ლოკალიზება მხოლოდ 19:30 საათზე შეძლეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აღინიშნება სერიოზული მატერიალური ზარალი. ბინა, ფაქტობრივად, დამწვარია, თუმცა, ასევე დაზიანებულია კორპუსის გარეთა ნაწილი.

 

 

onalem

ტესტ