ხანძარი ილიას ტერიტორიაზე: ცეცხლს ამ წუთებში 47 მეხანძრე ებრძვის

ბერძნული მედიის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ხანძარი ილიასში, კერძოდ, დიასელას ტერიტორიაზე მძვინვარებს.

ცეცხლი ფერმის ტერიტორიაზე გაჩნდა და ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის უამრავი ბრიგადა.

კერძოდ, ამ წუთებში ცეცხლს ებრძვის 47 მეხანძრე, 17 მანქანით. საქმეში ჩართულია ერთი ვერტმფრენიც, რადგან ვითარება სტაბილურად კრიტიკულია.

როგორც სახანძრო სამსახური აცხადებს, ცეცხლი ამ დროისთვის დასახლებულ  პუნქტებს არ ემუქრება.

მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

melano

ტესტ