fbpx
საბერძნეთი

ხანძარი ატიკაში – მაღალი ტემპერატურის პირველი შედეგები

ხანძარი ატიკასა და მესინიაში შეფასდა, როგორც პირველი დიდი კატასტროფა ზაფხულის ამ სეზონზე.

საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევს, ამის პარალელურად კი, მეხანძრეები ცეცხლს კრიონერიში, ჩრდილოეთ ათენის და მესინიას სამხრეთ ნაწილში ებრძვიან.

სახანძრო ბრიგადების ინფორმაციით, კრიონერიში ცეცხლს ადამიანები და უძრავი ქონება არ დაუზიანებია.

ხოლო კორონიში ხანძარმა ზოგიერთი სახლის შიდა ეზოებში შეაღწია.

ათობით სახანძრო და ვერტმფრენი ცეცხლის შეჩერებას ცდილობს.

თვითმხილველთა თქმით, ხანძრისგან გამოწვეული კვამლის დანახვა კალამატას სანაპიროდანაც კი არის შესაძლებელი.

onalem

ტესტ