fbpx
საზოგადოება

ხანძარი ათენის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში

რამდენიმე საათის წინ ათენის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, კორპუსი იპირუსა და არისტოტელუს ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

ადგილზე გამოცხადდა 12 მეხანძრე, 4 მანქანით.

ცნობილია, რომ ხანძრის გაჩენისას ბინაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც დროულად გამოიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მეხანძრეები, რათა ცეცხლის გაჩენის მიზეზები დადგინდეს.

onalem

ტესტ