fbpx
საბერძნეთი

ხანძარი ამალიადაში – ევაკუირებულია სოფელი

სახანძრო განგაში ამალიადაში დღეს, 14:00 საათზე ატყდა. ბოლო წამებში სოფლის ევაკუაცია მოხდა და ადგილზე მობილიზდა სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

კერძოდ, სახანძრო ბრიგადების ინფორმაციით, ხანძარი ტყეში გაჩნდა და სახლებთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ამ დროისთვის დასახლებულ ადგილებს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი ქარის გამო, მაშველები ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე საათში გავრცელდებოდა.

ბოლო ინფორმაციით, სოფელს საფრთხე აღარ ემუქრება და მოხდა ძირითადად იმ ხალხის ევაკუაცია, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ან ასაკოვანია.

“ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ხანძარი, რომელიც ტყეში მძვინვარებს, სახლებს არ დაემუქროს. ამ დროისთვის გაძლიერებულად მუშაობს სახანძრო სამსახური, ასევე საჰაერო ძალები,” ილიდას მერი.

onalem

ტესტ