fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ხანძარი ალექსანდრას გამზირზე, საავადმყოფოში ”Άγιος Σάββας”

დღეს, გამთენიისას ალექსანდრას გამზირზე მდებარე  ”Άγιος Σάββας” ონკოლოგიურ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა.

მეხანძრეები ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდნენ და ალი სრული კონტროლის არეში მოაქციეს.

ცეცხლი საავადმყოფოს მე-4 სართულზე, სამზარეულოში გაჩნდა, მეხანძრეებმა მოახერხეს, რომ ალი სხვა ადგილებშიც არ გავრცელებულიყო და საავადმყოფოს მთელ ტერიტორიაზე განლაგდნენ.

პაციენტებს რეალური საფრთხე არ ემუქრებოდათ, თუმცა, სახანძრო დეპარტამენტმა თითიოეული მათგანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ხანძარის 15 მეხანძრე და 5 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

onalem

ტესტ