fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხანძარი პატისიონზე: გარდაცვლილია ერთი ადამიანი

დღეს დილით პატისიონზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცეცხლი მესამე სართულზე მდებარე ბინაში დაახლოებით 07:00 საათის შემდეგ გაჩნდა და სახლში სწრაფად გავრცელდა.

ამ დროს იქ მოხუცი წყვილი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთმა (ქალმა) აივანზე გამოსვლა და დახმარებას თხოვნა მოასწრო.

ადგილზე 5 სახანძრო მანქანა და 15 მაშველი იყო მობილიზებული. მათ ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს, თუმცა, შიგნით დარჩენილი მოხუცი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩა მხოლოდ ქალი, რომელიც აივნიდან სპეციალური კიბის საშუალებით ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ