fbpx
საზოგადოება

ხალკიდიკი: ზღვაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო

ორი უცხოელი მამაკაცი ხალკიდიკიში, სიკიას ტერიტორიაზე, წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

საუბარია 22 და 43 წლის მამაკაცებზე, რომლებიც ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.

ზღვიდან ამოყვანის შემდეგ ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაცმათი  სიკვდილი დადასტურდა.

გამოძიებას ურანუპოლის პორტის ხელმძღვანელობა აწარმოებს.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდება სიკვდილის ზუსტი მიზეზი და დრო.

მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

 

onalem

ტესტ