fbpx
კრიმინალი

ხალადრში უცხოელმა მამაკაცმა 85 წლის ქალის გაუპატიურება სცადა

მოხუცი protothema.gr-თან საუბრობს იმ კოშმარის შესახებ, რომელიც გუშინ შუადღეს გამოიარა. 85 წლის ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. მისი თქმით, დამნაშავე ბერძნულად კარგად არ საუბრობდა, თუმცა, მისი ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კერძოდ, ხალანდრის ტერიტორიაზე მცხოვრებ 85 წლის მოხუცს სახლში ახალგაზრდა მამაკაცი შეუვარდა, ემუქრებოდა, ხოლო შემდეგ მისი გაუპატიურება სცადა.

“სამზარეულოს კარი გავაღე, რატა ჩემი კატებისთვის საჭმელი დამეყარა. უცებ მაღალი, ქერა მამაკაცი დავინახე, რომელიც თავს დამესხა და მითხრა “წავედით საწოლისკენ.” ის ძლიერი იყო და პირზე ხელს მაფარებდა, რათა არ მეყვირა.

საწოლზე დამანარცხა, ყველანაირად ვიბრძოდი, მაგრამ შემდეგ სახეზე რაღაც დამაფარა და სუნთქვაც კი აღარ შემეძლო. ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაეკარგვინებინა, რათა თავისი “საქმე” გაეკეთებინა.

შემდეგ, საბედნიეროდ, კარზე ჩემმა ქალიშვილმა დააკაკუნა და მას ძალიან შეეშინდა. მკითხა, თუ სად მქონდა ფული დამალული, შემდეგ კი თავი დამანება.” 

85 წლის მოხუცი შოკიდან გამოსვლას ცდილობს. მას ჯერ კიდევ არ სჯერა, როგორ მოახერხა, რომ გადარჩა.

ის ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ