fbpx
საზოგადოება

ხალანდრის ტერიტორიაზე საჭმლის ნარჩენებისგან ენერგიას ქმნიან

აღნიშნული მუნიციპალიტეტი ნაგვის გადამუშავებით ენერგიის წარმოებას იწყებს.

«Waste4Think»-ის პროექტი ძალიან კარგი ტემპით და პროგრესული ნაბიჯებით მუშაობს. მისი მიზანია ნაგვის გადამამუშავებელი თანამედროვე სისტემის შექმნა, რომელიც, ბუნების დაცვის კუთხით, კარგი შედეგის მომტანი იქნებოდა.

კონკრეტულად, რა ნარჩენებიც რჩება 800 ოჯახიდან, იყრება სპეციალურ ყუთში, რომლის ტევადობაც 120 ლიტრია. პროექტი, რომელიც საჭმლის ნარჩენების გადამუშავებას ახდენს დაიწყო 2016 წლის დეკემბერში მოხალისეების მონაწილეობით. შემდეგ ეტაპზე მონაწილეთა რიცხვის 7.000-მდე გაზრდა იგეგმება აღია ვარვარას და ხალანდრის ტერიტორიაზე და პროექტი გავრცელება მთლიან მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიზანია ნარჩენების მხოლოდ 10% რჩებოდეს მიწაზე. პროფესორმა – გერასიმოს ლიპერატოსმა აღნიშნულ პროგრამაზე და მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტით საჭმლის ნარჩენებისგან შეიქმნება სხვა სახის პროდუქტი, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის დარგში. მაგალითად, ცემენტის ქარხნებში და სხვა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ გადამუშავების შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ექნება ცუდი სუნი და მისი გამოყენება ზამთარში გათბობის მიზნითაც შეიძლება. გადამუშავების ასეთ სისტემას ევროპის სხვა ქვეყნებიც იყენებენ, მათ შორის იტალია და პორტუგალია.

onalem

ტესტ