fbpx
კრიმინალი

ხალანდრი: 700 კგ მოპარული ოქრო და ბრილიანტი

ხალანდრში მდებარე ორ ბინაში 700 კილოგრამი მოპარული ოქრო და ბრილიანტი აღმოაჩინეს. ეს ყველაფერი 43 წლის ვაჭრის ხელში იყო, რომელიც მენიდიში ცხოვრობს.

ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტმა 700 კილოგრამზე მეტი ოქრო, ასევე ვერცხლი, ბრილიანტი და ძვირფასი ქვები ამოიღო.

ამასთანავე აღმოჩენილია 100,000 ევრო, ნაღდი ფულის სახით.

ქონება ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ორ ლიდერს ეკუთვნის. ისინი ძარცვავდნენ სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

ხალანდრში მდებარე აღნიშნული ორი სახლი გაქირავებულია 43 წლის მამაკაცის მიერ, თავად კი მენიდიში ცხოვრობს. ის 2017 წლის 16 ივნისს ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს.

მოპარული ნივთების ღირებულება იმდენად დიდია, რომ ამ ყველაფრის რეალურად შეფასებას დრო სჭირდება, ამიტომ ამ დროისთვის კონკრეტული რიცხვი ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ