fbpx
საზოგადოება

თამთა: X-Factor საქართველოში, დასვენება ლოს-ანჯელესში პარტნიორთან ერთად

თამთამ ცნობილი მიუზიკლის “Cabaret-ში” მონაწილეობა ახლახანს დაასრულა, თუმცა ჯგუფ “Melisses-თან” ერთად კვლავ ასრულებს სიმღერებს კლუბ BOX-ში. აღდგომის შემდეგ კი ის ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.

ძალიან მალე ის საქართველოს X-Factor-ის ჯიურიში ერთ-ერთ საპატიო ადგილს დაიკავებს და როგორც თავად ამბობს, დიდი წარმატების მიღწევას აპირებს, როგორც მენტორი.

თამთა პროექტის დასრულების შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდება და როგორც ცნობილი ხდება, აგვისტოს თვეში თავის პარტნიორთან ერთად დასასვენებლად წასვლას გეგმავს. პარის კასიდოკოსტასთან ერთად ის ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გაემგზავრება.

როგორც თამთა ამბობს პარი ყოველთვის მის გვერდითაა, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და ისინი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ერთმანეთს მხარს უჭერენ.

onalem

ტესტ