fbpx
კრიმინალი

წყვილი საწარმოში შეიჭრა და თანამშრომელს 3, 000 ევრო მუქარით წაართვა

შეიარაღებული ძარცვა დღეს, ერთ-ერთ ბერძნულ საწარმოში «Ελληνική Χαρτοβιομηχανία Γλάρος» მოხდა. ქალი და მამაკაცი 08:30 საათზე შიგნით შეიჭრა და იქ მყოფი თანამშრომელი გაძარცვა.

დამნაშავეებს სახეები საფარული ჰქონდათ. საწარმოში საკმაოდ ძვირადღირებული მოტოციკლით მივიდნენ და თანამშრომელს იარაღით ემუქრებოდნენ. ითხოვდნენ მიეცა მთლიანი თანხა, რომელიც იმ მომენტისთვის ოფისში ინახებოდა. ცნობილია, რომ ორივე მათგანი ბერძნულად ბრწყინვალედ საუბრობდა.

საბოლოოდ, შეშინებულმა თანამშრომელმა მათ 3, 000 ევრო მისცა.

გარდა ამისა, მას წაართვეს მობილური ტელეფონიც და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს. მოწმდება კამერები, რომელთაც შესაძლოა დამნაშავეები აღებეჭდა.

onalem

ტესტ