fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

წყვილი საბერძნეთიდან, რომელიც ლტოლვილებს უანგაროდ აპურებს

ნიკო და კატერინა კუნძულ ლესვოსზე ცხოვრობენ და ფლობენ რესტორანს, რომელსაც ლტოლვილები და იმიგრანტები “სახლს” ეძახიან. ეს არის ადგილი, სადაც მათ უფასოდ აჭმევენ. მძიმე ბედის მქონე უსახლკარო ადამიანები აქ ცოტა ხნით ივიწყებენ თავიანთ გასაჭირს.

ბერძენი წყვილი სიკეთეს უანგაროდ აკეთებს. იქ მისული ლტოლვილები ერთმანეთს თბილ გარემოში ხვდებიან, ესაუბრებიან ადგილობრივებსაც კი და სწორედ ამიტომ გრძნობენ თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში.

“მნიშვნელობა არ აქვს მათ კანის ფერს, არც იმას, რომელი ქვეყნიდან არიან ისინი ან რა აღმსარებლობის. ყველა ვინც თავშესაფარს ეძებს, მოდის აქ,” ამბობს ნიკო.

ოჯახი ამ ფასდაუდებელ საქმეს 2014 წლიდან აკეთებს და გარდა ამისა, ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც ლტოლვილებს საკუთარი ხელით გაკეთებული სამკაულების გაყიდვა შეუძლიათ. შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, კვლავ თავად ხმარდებათ.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/ajplusenglish/videos/1120396604768512/

onalem

ტესტ