წყვილი, რომელიც რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას შემთხვევით გადაურჩა – Georgians.gr

წყვილი, რომელიც რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას შემთხვევით გადაურჩა

რუსეთში გუშინ მომხდარმა ავიაკატასტროფამ მთელ მსოფლიოში დიდი შოკი გამოიწვია. გარდაცვლილია 71 ადამიანი. თუმცა, საბედისწერო თვითმფრინავს კიდევ ორი მგზავრი უნდა ჰყოლოდა, რომელიც ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა და ბორტზე ბოლო წუთს არ ავიდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მაქსიმ კოლომეიცევს, რომელსაც გუშინ 35 წელი შეუსრულდა და მის მეორე ნახევარს, 25 წლის გოგონას, აღნიშნულ რეისზე ბილეთები უკვე აღებული ჰქონდათ. ბიზნესმენს სურდა დაბადების დღე მშობლიურ ორსკში აღენიშნა და შემდეგ გამგზავრებულიყვნენ, თუმცა, ამასთანავე დაგეგმილი ჰქონდა მანქანის შეძენა.

საბედნიეროდ, მან მანქანა დროულად ვერ შეიძინა, რადგან ის გასაყიდად და გადასატანად მზად არ იყო. სწორედ ამის გამო, მათი გამგზავრება გადაიდო და წყვილმა ბილეთები შეცვალა.

“ბილეთის შეცვლით 1,000 რუბლი (140 ევრო) დავკარგე, თუმცა, ცოცხლები ვართ,” განუცხადა მამაკაცმა ჟურნალისტს.

melano

ტესტ