fbpx
საზოგადოება

წყალდიდობის შედეგები: რამდენი სახლი დააზიანა სტიქიამ საბერძნეთში?!

სახანძრო სამსახური ავრცელებს ფაქტობრივ ინფორმაციას, თუ რა შედეგები მოიტანა საბერძნეთში, კერძოდ, ატიკაში, კავალასა და თესალონიკში უკიდურესად უხვმა ნალექმა.

გასული 24 საათის მანძილზე მაშველებმა დახმარების თხოვნით, უამრავი ზარი მიიღეს. ხალხი ითხოვდა წყლის ამოტუმბვას სახლებიდან და მაღაზიებიდან.

შველას ითხოვდნენ ისინიც, ვინც გზებზე საკუთარი მანქანებით, ფაქტობრივად, მდინარეში აღმოჩნდნენ და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ.

კერძოდ:

ატიკაში, მანდრაში, ნეა პერამოსსა და მაგულაში მაშველებმა საერთო ჯამში 281 ზარი მიიღეს, ხოლო თესალონიკში, ტავროსსა და ვრასნონში 200.

საერთო ჯამში დატბორილია 400 სახლი. მოსახლეობას ბოლო ორი დღე ნამდვილ კოშმარად ექცა.

https://www.facebook.com/Forecastweather.Greece/videos/1706197146101214/

https://www.facebook.com/logothetis.timoleon.7/videos/1043256412493513/

onalem

ტესტ