fbpx
საბერძნეთი

წვიმა, თოვლი და ქარი 26 ნოემბრიდან საბერძნეთში!

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ამინდი კვირას საღამოდან გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზოგიერთ რეგიონში თოვლიც კი.

კერძოდ წვიმა და ქარი თავს დაატყდება:

– კვირას იონიის კუნძულებს, ეპირუსს, დასავლეთ სტერეას. ღამით შესაძლოა იწვიმოს დასავლეთ მაკედონიაში, დასავლეთ პელოპონისოსა და დოდეკანესის კუნძულებზე.

– ორშაბათს დილით იწვიმებს ეპირუსში, იონიის კუნძულებზე, თესალიასა და პელოპონისოში. შესაძლოა დასავლეთ მაკედონიაშიც.

– ორშაბათს საღამომდე იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, კიკლადესსა და კრეტაზე.

თოვლი მოსალოდნელია ჩრდილოეთ საბერძნეთის მთიან რეგიონებში, ასევე ნახევრადმთიან რეგიონებში, როგორებიცაა: ეპირუსი, დასავლეთ მაკედონია (ზღვის დონიდან 600 მეტრის ზემოთ) და თესალიაში.

onalem

ტესტ