fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

WSJ: საბერძნეთში ერდოღანისგან დევნილი 7,000 თურქია შემოსული

2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, თურქეთის 14,000-მა მოქალაქემ გადაკვეთა ევროს საზღვარი და საბერძნეთში არალეგალურად შემოვიდა. Wall Street Journal იუწყება, რომ ამ ადამიანების ნახევარი არიან თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც ერდოღანის მთავრობის დევნას გაქცევით დააღწიეს თავი.

ეს ადამიანები არიან მოსამართლეები, თურქეთის შეიარაღებული ძალების წევრები, საჯარო მოხელეები და ბიზნესმენები, რომელთაც თურქეთის ხელისუფლება ანარქისტი იმამ ფეთულაჰ გულენის მხარდაჭერებად მიიჩნევს. მათი უმრავლესობა არალეგალურად შემოსულია საბერძნეთის საზღვარზე, რადგან მათ პასპორტები წართმეული აქვთ.

“დაახლოებით 4,000-მა თურქმა მოითხოვა თავშესაფარი საბერძნეთში, თუმცა, არალეგალურად შემოსული თურქების უმრავლესობას სხვა ევროპულ ქვეყანაში გადასვლა სურს, რადგან თურქეთისგან კიდევ უფრო შორს იყვნენ”- ნათქვამია WSJ-ის სტატიაში და ხაზგასმულია, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას ანკარას და ათენს შორის, რადგან თურქეთის პრო-სამთავრობო გაზეთები გაქცეულებს “მოღალატეებს” უწოდებენ.

ერთ-ერთმა დევნილმა თურქმა, რომელმაც WSJ-ისთან ისაუბრა, განაცხადა, რომ ამჟამად ათენში იმყოფება, თუმცა, გერმანიაში გადასვლის გზებს ეძებს. მან დიდი რაოდენობით თანხა გადაიხადა, რათა თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად საბერძნეთში შემოსულიყო. “თავდაპირველად, 13,000 ევრო მქონდა ჯიბეში, ახლა კი, 1,500 დაგვრჩა”, – აცხადებს იგი.

ათენში მყოფი 30 წლის აჰმედიც, რომელიც თურქეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა, საზღვარგარეთ გაქცევის გზებს ეძებს. “ჩემი ოცნება კანადააა, რეალობა კი – ომონია”, – ამბობს იგი.

თურქეთში ხელისუფლების გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ათასობით ადამიანი დააპატიმრეს. 150,000-ზე მეტმა დაკარგა სამსახური, რომლებსაც ბრალს ამბოხებაში სდებენ.

onalem

ტესტ