წმინდა ცეცხლი საბერძნეთშია – სპეციალური რეისები ქვეყნის მასშტაბით

ათენის აეროპორტში ბერძნულმა დელეგაციამ წმინდა ცეცხლი დაახლოებით 19:30 საათზე ჩამოიტანა. ცეცხლი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებისა.

ბერძნულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ამანატიდისი ხელმძღვანელობდა.

“ჩვენ განვიცადეთ უდიდესი ემოცია, როდესაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა, სიმბოლო სიცოცხლისა და აღდგომისა,” განაცხადა ამანატიდისმა, რომელმაც ცეცხლი პატრიარქის ხელიდან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დანიშნულია სპეციალური ავიარეისები, რომელთა საშუალებითაც, წმინდა ცეცხლს საბერძნეთის მასშტაბით, 12 დანიშნულების ადგილას ჩაიტანენ.

melano

ტესტ