fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

წელს სასტუმროების ნაცვლად 3 მილიონი ტურისტი ბერძნების სახლებში იცხოვრებს

წელს დაახლოებით 3 მილიონი ტურისტი კერძო საკუთრებაში არსებულ სახლებში დაისვენებს, ვინაიდან კრიზისის ფონზე ბერძნებმა საკუთარი სახლების უცხოელ ვიზიტორებზე გაქირავება გადაწყვიტეს.

უფრო და უფრო მეტი ბერძენი იყენებს შანსს, ისარგებლონ უპირატესობით, რომელიც უფლებას აძლევთ ამ გზით დამატებითი თანხა გამოიმუშავონ. მათთვის უკვე შეუძლებელია ცხოვრება მაღალი გადასახადების ფონზე, რადგან შემოსავალი მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთებსა და კვებაში ჰყოფნით.

ზოგიერთი ადამიანი იმ სახლის ოთახებსაც კი აქირავებს, რომლებშიც თავად ცხოვრობს. ტურისტები მიკონოსის მდიდრული აპარტამენტებიდან ათენში, კიფსელის გადატვირთულ გარეუბანში გადაინაცვლებენ. აქ, ოთახი შეუძლია იქირავოს ყველამ, ვისაც საბერძნეთის მონახულების სურვილი აქვს.

გამოკითხვის თანახმად, 2016 წლის ივლისში 10-დან მხოლოდ 1 ტურისტი ქირაობდა მსგავსი ტიპის საცხოვრებელს. უხეში გათვლებით წელს საბერძნეთს 30 მილიონი ტურისტი ეყოლება, საიდანაც 3 მილიონი, სავარაუდოდ, სასტუმროების ნაცვლად, ბერძნების საცხოვრებენ სახლებს ან ოთახებს იქირავებს.

onalem

ტესტ