”წარმატებები, ღმერთი თქვენსკენ”-ქართველი ემიგრანტის დატოვებული წერილი ფაჩულიას სასტუმროს ნომერში

ასეთი წერილი დახვდა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას ისრაელში, სასტუმროს ნომერში.

 “ჩემს ოთახში, სასტუმროს ქართველი თანამშრომლის მიერ დატოვებული წერილი”, – წერს ზაზა ფაჩულია facebook-ში.

ცნობისთვის, ილიას ზუროსის შეგირდებმა ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული ლიტვა დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმეს.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ორი ტაიმი დათმეს, მესამე კი 59:57 დაამარცხა. ბოლო ნახევარი ძალიან დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველომ ძალიან მძიმე და სანახაობრივ შეხვედრაში მეტოქეს 77:79 სძლია.