fbpx
საზოგადოება

“ვყვიროდი და მეშინოდა ჩემი ხმა არავის გაეგონა” – 22 წლის გოგონა თავისუფალია

22 წლის სტუდენტი შოკისმომგვრელი აღიარებების შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვს. ოჯახმა 5, 000 ევრო გადაიხადა.

მან საავადმყოფოში შემოწმება გაიარა. ექიმები გააოცა ფაქტმა, რომ მან სააბაზანოში სრულიად მარტომ იმშობიარა. გოგონას ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.

“ჩემი შვილი ღია ცის ქვეშ დავტოვე, მშობიარობისას აბაზანაში ვყვიროდი და მეშინოდა ჩემი ხმა არავის გაეგონა,” ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ ამ დროს შიშს, პანიკას და საკუთარი ორსულობის გამო სირცხვილს გრძნობდა.

“დედაჩემს, რომ ეს სცოდნოდა, აბორტის გაკეთებას მაიძულებდა.”

ამავე დროს ის აღიარებს, რომ ბავშვის მამას ფეხმძიმობის შესახებ გაუმხილა, თუმცა, მან მობილური გამორთო და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა.

“ბავშვის გაშვილება მინდოდა, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ვმშობიარობდი და დედაჩემი სახლში მალე დაბრუნდებოდა, პანიკამ შემიპყრო. გადაწყვეტილი მქონდა შვილი საჯარო საავადმყოფოში გამეჩინა, რადგან კერძო კლინიკის ფასებს ვერ შევწვდებოდი.

დედაჩემმა არაფერი იცოდა, თორემ აბორტს გამაკეთებინებდა. ჩემი სურვილი იყო ეს დედაჩემს არასოდეს გაეგო. მასთან საუბრის მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან გაბრაზდებოდა. ასეთ შემთხვევებში დედები მხარდამჭერები არიან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ის შიშის ფაქტორს წარმოდგენდა. მამაჩემთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს,” ამბობს სტუდენტი.

onalem

ტესტ