fbpx
პოზიტივი

ბიჭი-სასწაული საბერძნეთიდან მზადაა ამერიკის “დასაპყრობად” (ვიდეო)

სტელიოს კერასიდისი 6 წლის პიანისტია საბერძნეთიდან. მან უკვე იმხელა წარმატებას მიაღწია, რაზეც ბევრი პროფესიონალი პიანისტიც კი ვერ იოცნებებს. იგი, ამჟამად ნიუ-იორკში გრძელვადიანი ვიზიტისთვის ემზადება, სადაც მოსმენები ექნება. 31 ოქტომბერს, Carnegie Hall-ში მისი გამოსვლაა დაგეგმილი.

სტელიოს კერასადი საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში დაიბადა 2012 წელს და იგი თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი მამა პიანისტი და მასწავლებელია. ამგვარად, 6 წლის სტელიოს ცხოვრება თავიდანვე სავსე იყო პიანინოს მელოდიებით.

 

Δείτε αυτή τη δημοσίευση στο Instagram.

 

#chopin #piano #love #ida #ilovemydog #pet #together #working #staypositive

Η δημοσίευση κοινοποιήθηκε από το χρήστη Stelios Kerasidis (@stelios_kerasidis) στις

მამამ აღნიშნა, რომ სტელიომ პატარა ასაკიდანვე დაიწყო დაკვრა და პირველი გაკვეთილი 3 წლის ასაკში ჰქონდა. მისი ფავორიტი პიანისტები გახლავთ შოპენი, ბეთჰოვენი და ბახი.

სტელიო, საქვეყნოდ ცნობილი პიანისტის, აგათი ლემონის მხარდაჭერით, უკვე წარსდგა ლონდონში, Royal Albert Hall-ში, საპატივსაცემო აუდიენციის წინაშე. ასევე, დაუკრა ათენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

იტალიაში, კერასიდიმ პირველი ადგილი დაიკავა საერთაშორისო კონკურსში “Citta di Spoleto”.

6 წლის პიანისტი ცნობილი გახდა ბერძნულ სატელევიზიო შოუ “Greece’s got talent”-ში მონაწილეობის მიღების შემდეგ, სადაც მან როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის გაოცება მოახერხა.


onalem

ტესტ