fbpx
საზოგადოება

ვულა: თანამშრომელი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან ჩავარდა

ინციდენტი გუშინ დილით, ვულაში, ასკლეპიოს საავადმყოფოში მოხდა. საავადმყოფოს თანამშრომელი მეოთხე სართულიდან ჩავარდა.

ის ტანსაცმლის შეგროვებას ცდილობდა, როცა მეოთხე სართულიდან მესამეზე ჩავარდა. 29 წლის თანამშრომელი საავადმყოფოში 8 თვიანი კონტრაქტით მუშაობდა.

ახალგაზრდას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავარდნის მიზეზი არ ყოფილა ის, რომ მან თავი ვერ შეიკავა, არამედ თავად იატაკი ჩაინგრა და თანამშრომელიც თან ჩაიტანა.

აღნიშნულ ადგილას, სადაც იატაკი ჩაინგრა, არ ყოფილა რაიმე ნიშნული, რომელიც ადამიანებს გააფრთხილებდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.

onalem

ტესტ