fbpx
კრიმინალი

ვულა: იანის მაკრის მკვლელობის ამსახველი კადრები

ინტერნეტ-სივრცეში უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გავრცელდა, რომელშიც 46 წლის ბიზნესმენის, იანის მაკრის მკვლელობის სცენაა ასახული.

ვიდეოში ჩანს მკვლელი, რომელსაც ორ ფერში გაწყობილი სპორტული ქურთუკი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი აცვია. თავზე კი, “ბენდენა” აქვს შემოკრული. იგი მაკრის ავტომობილს მგზავრის ადგილის მხრიდან უახლოვდება და ცეცხლს უხსნის მას.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ოთხშაბათს საღამოს მოხდა, როდესაც ბიზნესმენმა ვულაში მდებარე საკუთარი სახლი დატოვა და ავტომობილში ჩაჯდა.

ფოტოებიდან და ვიდეოდან ჩანს, რომ მკვლელს ე.წ. “მაყუჩიანი” იარაღი ჰქონდა, რათა გასროლის შედეგად გამოწვეული ხმაური დაეფარა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მკვლელმა მხოლოდ 5 წამი დაჰყო ბიზნესმენთან, რომელიც ცდილობდა გაჰქცეოდა მას. მან კი, ამ დროს, კიდევ ერთხელ ესროლა მაკრის ნახევარი მეტრის მანძილიდან.

onalem

ტესტ