fbpx
კრიმინალი

ვრცლად საშინელი ავარიის შესახებ: რატომ ”გაფრინდა” Porsche მაგისტრალზე?

ექსპერტების ცნობით, ავარიის დროს გიორგოს ვაკაკისის მანქანის მოძრაობის სიჩქარე 260 კმ/სთ იყო. შემთხვევამ, როგორც უკვე იცით, 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აღნიშნულია, რომ მოძრაობისას მანქანის საბურავი გასკდა. სპეციალისტები იკვლევენ ავარიის მიზეზებს და არსებობს 4 საინტერესო ფაქტორი, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

პირველი არის ის, რომ Porsche-ს მარკის ავტომობილი თითქმის ახალი იყო, მას იშვიათად იყენებდნენ. ამრიგად, როდესაც მანქანა ხშირად არ მოძრაობს, შესაძლოა საბურავებში წნევა შემცირდეს.

მეორე ფაქტორი კი არის ის, რომ მანქანის საბურავები იქამდე შემოწმებული იყო.

საქმის შესწავლისას გამოითქვა ვარაუდი, რომ ავარია შესაძლოა გადახურებას გამოეწვია. მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დიდი სიჩქარის გამო, არსებობს შესაძლებლობა, რომ ის გზას ოვალურ ფორმაში ხედავდა.

შეეძლო თუ არა მძღოლს დროული რეაგირება მოეხდინა, ამაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. სანამ ვაკაკისის მანქანა გაჩერებულ მანქანას დაეჯახებოდა, ის ჯერ პარკირების გამყოფს, ხოლო შემდეგ ავტოსადგომის საფარს დაეჯახა.

სხვა მიზეზებს: მძღოლის გამოუცდელობას, გადაჭარბებულ სიჩქარეს, საბურავებს და ა.შ. გამოძიება დაადგენს. თუმცა, აქედან ყველაზე მეტად საგულისხმო ისევ სიჩქარის გადაჭარბებაა.

ასევე, იკვლევენ სცადა თუ არა გიორგოს ვაკაკისმა, ხელი შეეშალა ავარიისთვის.

onalem

ტესტ