ვოლოსი: ქართველი დამხმარე ქალი ქურდობითვის დააკავეს, დაკავებულია მისი დამსაქმებელიც

მოხუც ბერძენ ქალბატონს ქართველი ახალგაზრდა ქალი დამხმარედ ჰყავდა აყვანილი. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მას სახლიდან 150 ევრო მოპარა.

დაკავებულია თავად დამსაქმებელი ქალიც, ვინაიდან ის დამხმარეს არაკანონიერად ამუშავებდა.

პოლიციამ 31 წლის ქართველი ქურდობის ბრალდებით აიყვანა. წინასწარი გამოძიებით ცნობილია, რომ მას არ აქვს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება, გამომდინარე აქედან არალეგალია.

ამრიგად, მასთან ერთად დააკავეს 71 წლის სახლის მფლობელიც.

მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

melano

ტესტ