fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ვოლოსი: კლასელის გაუპატიურებაში ბრალდებული 3 ბავშვი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

რამდენიმე ხნის წინ ვოლოსში მომხდარი გახმაურებული საქმის დეტალების შესახებ გახდა ცნობილი. 3 არასრულწლოვანს 10 წლის თანაკლასელის გაუპაიურებაში ედებოდათ ბრალი. საჩივარი მშობლებმა შეიტანეს და აღწერდნენ, თუ როგორ გააუპატიურეს მათი მცირეწლოვანი შვილი სკოლის ტუალეტში ორმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ.

მათი თქმით, მას ხელ-ფეხი შეუკრეს და პირზე ხელები დააფარეს, რათა არ ეყვირა. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ეს  არ იყო ერთჯერადი ძალადობა და ბიჭს ფიზიკურ დაზიანებებსაც აყენებდნენ. ეს ყველაფერი კი 2016 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

სასამართლო პროცესი, რომელიც დახურული იყო, გუშინ გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. ექსპეტიზის დასკვნით, 10 წლის ბიჭს გაუპატიურების ნიშნები არ აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტებს აღწერდნენ მშობლები და არა თავად ბავშვი, ამიტომ სინამდვილეში ამ ყველაფერს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

სასამართლომ ორი ბიჭი და ერთი გოგონა აღნიშნულ საქმეში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა, სკოლაში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

onalem

ტესტ