fbpx
საზოგადოება

ვოლოსი: 9 წლის ბიჭმა ლაზერით თამაშისას მხედველობის 80% დაკარგა

ტრაგიკული ინციდენტი ვოლოსში მოხდა. 9 წლის ბავშვმა ლაზერით თამაშის გამო მხედველობის 80% დაკარგა.

პატარა ბიჭს ოპერაცია ოფთალმოლოგიის პროფესორმა, სოფია ანდრუდიმ, ლარისას საავადმყოფოში გაუკეთა.

მისი განცხადებით, ბიჭს თვალზე სერიოზული დაზიანება აქვს და მისი მხედველობა 80%-ით დაქვეითდა.

როგორც მეცნიერები აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამბობენ, მსგავსი სახის ლაზერით თამაში ბავშვებისთვის დაუშვებელია.

ის გამოიყენება მხოლოდ პრეზენტაციების წარსადგენად, იგულისხმება მონიტორით ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ლაზერთან თვალის პირდაპირი კონტაქტი უფრო საზიანოა, ვიდრე პირდაპირი კონტაქტი მზესთან.

onalem

ტესტ