ვოლოსი: 41 წლის შვილმა 74 წლის მამა სცემა, რომელმაც ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მოულოდნელი ოჯახური ინციდენტი ვოლოსში, კერძოდ, მელისატიკაში მოხდა, როდესაც ქმარმა ცოლს ცემა დაუწყო და საპასუხოდ შვილისაგან მუშტები დაიმსახურა.

ძალადობის ეპიზოდი, შაბათს, შუადღეს მოხდა, როდესაც 74 წლის მამაკაცმა 69 წლის ცოლს მარჯვენა მკლავზე უკბინა და მარცხენა ფეხში დაარტყა. ამ სცენის დანახვამ მათი 41 წლის შვილი მწყობრიდან გამოიყვანა და მან, დედის დაცვის მიზნით, მამამისს სახეში და თავში მუშტები დაუშინა.

შედეგად, 74 წლის მამაკაცი ვოლოსის საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა ის დააკავეს, თუმცა მან შვილის ლანძღვა და დადანაშაულება დაიწყო, რამაც სამართალდამცავები იძულებული გახადა, ისიც დაეკავებინათ ოჯახური ძალადობის ბრალდებით.

დაკავებული მამა-შვილი ვოლოსის პროკურატურაში წაიყვანეს.

melano

ტესტ